თურქეთში კორონავირუსის 1 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში, თურქეთში COVID-19-ის 1 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში, კორონავირუსით ინფიცირებული 74 პაციენტი გარდაიცვალა, 1 241 კი გამოჯანმრთელდა. დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის სულ 309 790 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 786 ინფიცირებული. 271 964 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.