აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლების მესამე დღეს ათეულობით ადამიანი დაიღუპა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ მძიმე არტილერიის გამოყენებაში სამხედრო დაპირისპირებისას, რომელიც მესამე დღეა გრძელდება ორ ქვეყანას შორის სადავო, აზერბაიჯანის კუთვნილი, რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის. საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა 29 სექტემბერს მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებისა, შეწყდეს საბრძოლო მოქმედება.   29 სექტემბერს ათეულობით ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთის არმიამ ცეცხლი დაუშინა დაშქესანის რეგიონს აზერბაიჯანში. ამ ინფორმაციას სრულიად „ყალბი“ უწოდა ერევანმა. ამჟამინდელი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის გარშემო და რეგიონში ყველაზე უფრო მძაფრია 2016 წლის შემდეგ. კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია საფრთხეს შეიცავს იქ გამავალი საერთაშორისო მილსადენების გამოც.   აზერბაიჯანის და სომხურ ძალების გამყოფი, ე.წ. საკონტაქტო ზოლის, მთელი ფრონტის ხაზის, გასწვრივ გრძელდება დაპირისპირება, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, „განსხვავებული ინტენსიურობით“. გაეროს უშიშროების საბჭო 29 სექტემბერს საგანგებო შეხვედრას მართავს, რათა იმსჯელოს კონფლიქტის გარშემო, რომელმაც შეიძლება ჩაითრიოს რეგიონული ძალები, რუსეთი და თურქეთი. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მხარეებს „მოუწოდა სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ“, როცა ის ტელეფონით ესაუბრა ორივე ქვეყნის ლიდერებს, განაცხადა მერკელის პრეს-მდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30864389.html #ახალი_ამბები #twitter