ოკუპირებულ აფხაზეთში მოიმატა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ

Sokhumi Daily

ე.წ "ოპერატიული შტაბის" ინფორმაციით, გასულ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 367 - მა ადამიანმა ჩაიტარა. 73 მათგანს კოვიდი დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი. მულტიდისციპლინარულ მობილურ საავადმყოფოში, რომელიც სოხუმში, სასტუმრო აიტარშია მოწყობილი, 1934 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მას მწვავე პოლისეგმენტური პნევმონია აღენიშნებოდა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და პირი გარდაიცვალა 31 ოქტომბრის დილას. ასევე 31 ოქტომბერს გარდაიცვალა 1942 წელს დაბადებული კოვიდპაციენტი. მასაც ორმხირივი პნევმონია აღენიშნებოდა, თუმცა - პაციენტს აგრეთვე ჰქონდა თანმხლები დაავადებები. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 132 ადამიანი გადის სტაციონარულ მკურნალობას. მათგან 114-ს აქვს COVID-19-ის დიაგნოზი. 23 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 27 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა. გასულ ღამეს 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მობილურ მულტიდისციპლინარულ საავადმყოფოში 60 კოვიდპაციენტი მკურნალობს. 57 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა