მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა კლინიკაში ჩატარდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვიტა, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის საკითხზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვა კლინიკა "ვივამედში" გააგრძელოს. სწორედ ამ კლინიკაში გადაიყვანა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ეს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ დააყენა. "თქვენ დაცვის მხარემაც და ბრალდების მხარემაც აღნიშნეთ, რომ წინააღმდეგები არ ხართ გასვლითი სხდომის ჩატარების... ცნობაში არ არის დაკონკრეტებული [ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა] ამის გასარკვევად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გასხვლითი სხდომა ჩაატაროს. თუ შეძლებს ჩვენების მიცემას, მოგვცემს ჩვენებას - ეს მისი უფლებაა. თვითონ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემა სურს. ეს არ არის ის მოცემულობა, რომ მტკიცებულებებია გამოსაკვლევი, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ბატონ მიხეილს სურს ჩვენების მიცემა და ამიტომ სასამართლო სხდომაზე ვინაიდან ვერ ცხადდება, არაა დაკონკრეტებული რა არ შეუძლია, ტრანსპორტირება, მეტყველება თუ - რა. ამის გამო სასამართლო გადის გასვლით სხდომაზე", - თქვა მოსამართლემ. მასალა განახლდება https://www.radiotavisupleba.ge/a/31901053.html

Source: radiotavisupleba.ge