გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ მძიმეა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141890 ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია -აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.მათივე თქმით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო. მანამდე, სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Daily NK-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას „თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის“ გამო დასჭირდა.