ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთმა "წააგო ენერგიის ომი"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის, ფატიჰ ბიროლის განცხადებით, რუსეთმა - ერთ დროს "ენერგიის გლობალური სისტემის ერთ-ერთმა ქვაკუთხედმა" - დაკარგა გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის წამყვანი ექსპორტიორის როლი.   "რუსეთმა წააგო ენერგიის ომი" - უთხრა ბიროლმა საფრანგეთში გამომავალ Liberation-ს 4 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას მან უწოდა "გადამწყვეტი მომენტი" და დასძინა - "მსოფლიო არასოდეს გამხდარა ასეთი სიღრმის და კომპლექსურობის ენერგეტიკული კრიზისის მოწმე".  IEA არის ავტონომიური, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32300127.html

Source: radiotavisupleba.ge