მეუფე იოსები: ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ
Tbilisi Daily
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი რეგულაცია შემოიღო, რომელიც პირველ რიგში, სოციალური დისტანციის დაცვასა და 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვას გულისხმობს.
აღნიშნული მართლმადიდებლურ ეკლესიასაც შეეხო - მრევლსა და სასულიერო პირებს ევალებათ დისტანციის დაცვა და ყველა არსებული რეკომენდაციის გათვალისწინება, თუმცა საგულისხმოა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ზიარების წესში ცვლილება არ შეუტანია.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შემოქმედის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა.
მან მრევლს წირვაზე პირბადეებით მისვლის კურთხევა მისცა და მოსახლეობას ბოლო ჟამის მოსვლაზე აუწყა.
,,სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ეხლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ”, - განაცხადა მეუფე
იოსებმა.
#კორონავირუსი
#საპატრიარქო
#ბოლოჟამი
#მრევლი
#მეუფეიოსები
#tbilisidailyy