COVID 19 და საქართველო - 776 გამოჯანმრთელებული, 917 ინფიცირებული,

Tbilisi Daily

776 გამოჯანმრთელებული, 917 ინფიცირებული, 260 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, 2687 კარანტინის რეჟიმში და 14 გარდაცვლილი. ასეთია საქართველოში კოვიდვითარებასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები. ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მარინა ენდელაძის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო, ამ დროისთვის სტაბილურია. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.