ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

Sokhumi Daily

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრეს - სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ბჟანია თავს კარგად გრძნობს. "შესაბამისი მითითებების თანახმად, ასლან ბჟანია გადავიდა იზოლაციაში. მუშაობას დისტანციურად, სოხუმის რეზიდენციიდან განაგრძობს", აცხადებენ ბჟანიას პრეს-სამსახურში. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღემდე ინფიცირების 8 459 შემთხვევაა დაფიქსირებული. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ჯამში გამოჯანმრთელდა 6 726 და გარდაიცვალა 108 ადამიანი. უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა