ოპოზიციის აქცია ბათუმში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობენ, სამართლებრივი პროცედურების დაწყებას კი მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომის დღეს აპირებენ, თუმცა მანამდე საპროტესტო აქციებს არ წყვეტს ოპოზიცია ბათუმში. ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია საინფორმაციო სახის აქციას მართავს.