თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

Tbilisi Daily

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა. როგორც მერია იტყობინება, კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოს „თბილსერვის ჯგუფი“ ატარებს. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.