ხელოვნურმა ინტელექტმა 50 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

Headline

ეგზოპლანეტა პლანეტაა, რომელიც მზის სისტემის გარეთ მოძრაობს. პირველი ეგზოპლანეტა 1992 წელს აღმოაჩინეს, ხოლო 30 წლის შემდეგ კი ეს მიღწევა უკვე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. მეცნიერებმა ახალი ალგორითმი შექმნეს, რომელმაც 50 პოტენციური სამყარო აღმოაჩინა მზის სისტემის გარეთ. ახალ ტექნოლოგიას აქვს უნარი ათასობით ვარიანტიდან ნამდვილი პლანეტები ამოიცნოს. ამჟამად კი ალგორითმმა 50 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. გუნდის მიერ შემოშავებულ ტექნიკას აქვს უნარი გაშიფროს ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია, მათგან კი მნიშვნელოვანი ამოარჩიოს, რაც შორეული სამყაროების აღმოჩენისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. აქამდე არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რომელი პლანეტა იყო ნამდვილი და რომელი არა. ახლა კი ყველაფერი ეს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ამჟამად აღმოჩენილი ეგზოპლანეტებიდან ზოგიერთი მათგანი ნეპტუნის ზომისაა, ზოგი კი დედამიწაზე პატარა. ამასთან, მათ ორბიტებიც აქვთ, ზოგიერთი 200 დღის ზომისაა, ზოგი კი ერთ დღეზე მცირე. ახალი ტექნოლოგია მცნიერებს საშუალებას აძლევს ბევრად სწრაფად გააკეთონ აღმოჩენები. თუმცა აღსასნიშნავია ისიც, რომ ისინი კვლავ მუშაობენ ალგორითმის გაუმჯობესებაზე. ამჟამად ახალი კვლევა ათი ათასობით პლანეტის კანდიდატის განხილვას გულისხმობს, ხოლო მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ თითოეული მათგანი მუდმივ რეჟიმში იკვლიონ. მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ საშუალებას აძლევთ პლანეტები ნაკლებ დროში და მეტი ეფექტურობით აღმოაჩინონ. წყარო:DailyMail #headline