ბოროს ჯონსონის მოვალეობას დროებით დომინიკ რააბი შეასრულებს
Mediamall
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს შეცვლის მანამ, სანამ უკანასკნელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნება. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.
„პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დომინიკ რააბს სთხოვა ის შეცვალოს, სადაც ეს საჭირო იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს. ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები უკვე 10 დღის განმავლობაში აქვს. შესაბამისად, ექიმებმა მისთვის დამატებითი ტესტების ჩატარება გადაწყვიტეს.
#uk
#borisjohnson
#covid19
#hospital
#coronavirus
#stopcovid19
#pandemy
#pm