ევროპა ისევ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
Pirveliradio Ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებულია. მისი თქმით, ევროპა კვლავ ეპიდემიის ეპიცენტრია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„იმის მიუხედავად, რომ ჩემმა ნათქვამმა შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს, უნდა გამოვხატო ჩვენი შეშფოთება ევროპაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ევროპაში „კოვიდ-19“-ის მილიონ-ნახევარი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი, საერთო ჯამში, 10 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.