სოფელ ხულდარაში 25 წლის ბიჭმა მისი თანასოფლელის , 77 წლის კაცის 1 600 ლარი გაიტაცა

Marneuli Daily

მარნეულის მუნიციპალიტეტის,სოფელ ხულდარაში 25 წლის ბიჭმა მისი თანასოფლელის , 77 წლის კაცის 1 600 ლარი გაიტაცა. არსებული იინფორმაციის მიხედვით მან ძარცვის დროს დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, 1995 წელს დაბადებული ა.ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. #ძარცვა #ხულდარა #მარნეული #MarneuliDaily