ქობულეთის მერსაც უშვებენ?
Tbilisi Daily
იქნება თუ არა შემდეგი მირიან ქათამაძე? დატოვებს თუ არა იძულებით თანამდებობას ბათუმის მერის შემდეგ ქობულეთის მერი? გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და ადმინისტრაციის უფროსმა გივი ვერულიძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს და ორშაბათს ამ ფაქტის შესახებ გახდება ოფიციალურად ცნობილი. ფაქტს არ ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში, თავად მირიან ქათამაძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 13 ნოემბერს შეუდგა.