სოხუმში მომხდარი სროლის ფაქტზე ყოფილი დე ფაქტო მერი დააკავეს

Sokhumi Daily

სოხუმში, "ტურბაზის" რაიონში მომხდარი სროლის ფაქტზე ქალაქის ყოფილი დე ფაქტო მერი, ადგურ ხარაზია დააკავეს. ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ხარაზიას ბრალად ედება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში, განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი მუხლებითაა აღძრული. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, 14 დეკემბერს, დილის 10:20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული იმ დროისთვის დაუდგენელი პირი მიუახლოვდა აკირტავას ქუჩაზე გაჩერებულ Nissan Patrol - ის მარკის მანქანას, რომელსაც მართავდა სოხუმის მკვიდრი ა. შაკრილი და რამდენჯერმე გაისროლა მისი მიმართულებით. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შაკრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა