ირაკლი ჩიქოვანი - ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი.

Zugdidi Daily

ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ სჯერა ზუგდიდელების მხარდაჭერის და ის დარწმუნებულია გამარჯვებაში. ირაკლი ჩიქოვანი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი და რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ჩემი ქალაქის წინაშე წარვდგე მაჟორიტარი კანდიდატობის რანგში. ეს არის რა თქმა უნდა ბრძოლა რომელსაც ჩვენ სამართლიანი თანმიმდევრული და კონკრეტული საარჩევნო კამპანიის შედეგად დავამთავრებთ წარმატებულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში მოვიპოვებთ გამარჯვებას, იმიტომ რომ მჯერა ზუგდიდელების მხარდაჭერის და იმიტომ, რომ ზუგდიდში ნამდვილად არის ის მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ, რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო განვავითარებთ, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დემოკრატიულს გავხდით, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ეკონომიკურად გაძლიერებულს გავხდით. ქართული ოცნების წარმატება არის საქართველოს წარმატება, როგორც ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფილი ძალის." #ზუგდიდი #ქართულიოცნება #მაჟორიტარობისკანდიდანტი #ევროპულიმომავალი #zugdididaily თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com