გორში საახალწლო განათებების ჩართვა კომბინატის დასახლებიდან დაიწყო

Gori Daily

გორის მერიამ ქალაქის საახალწლო მზადება თითქმის დაასრულა. განათებების სატესტო რეჟიმში ჩართვა უკვე დაიწყო. თავდაპირველად კომბინატის დასახლებაში დაამონტაჟეს. ყველა უბანს განსხვავებული მორთულობა აქვს. კომბინატში ,,ფარდების" იმიტაციაა, წმინდაწყალზე - ჰაეროვანი ბურთულაკები, ცენტრში - ლოლოები, ასევე 22 მეტრიანი ნაძვის ხე დაამშვენებს. რეგიონში ყველაზე მღალი ნაძვის ხე 20 დეკემბრის შემდეგ განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საახალწლო სამზადისი კვლავაც მიმდინარეობს. 22-მეტრიანი ნაძვის ხის მონტაჟი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა 15 დეკემბერს დაასრულეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #ახალიწელი #შიდაქართლი #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა