აჭარა კვლავ "მწვანე ზონად" რჩება

Tbilisi Daily

აჭარა უსაფრთხო რეგიონის სტატუსს ინარჩუნებს. გუშინ ჩატარებული 268 კვლევის შედეგი უარყოფითია. დღეს კი ცხელების ცენტრებში 22 პირია მოთავსებული. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კარანტინში 1142 პირია. კარანტინი დატოვა 6796-მა პირმა. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 11 041 პირს. რეგიონში 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.