მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი - მიხეილ სააკაშვილი

Tbilisi Daily

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადაა აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. სააკაშვილი მთავრობას ინიციატივით მიმართავს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დახმარების ჩამოსატანად მას ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭოს. ,,გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს. ბევრს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ. მოდით, იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან , რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება", - აცხადებს სააკაშვილი. #სააკაშვილი #საქართველო #მთავრობა #დახმარება #tbilisidaily