მარნეულის მუნიციპალიტეტში ტესტირება 370 ადამიანს ჩაუტარდა
Marneuli Daily
7 მაისს მარნეულში Covid-19-ზე ტესტირება 370 ადამიანს ჩაუტარდა.
ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა.
„დანარჩენი პასუხების მიხედვით, რაც მივიღეთ, არავის არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ვინც უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში არიან. ამ ეტაპისთვის კი ბოლო 15 ტესტის პასუხს ველოდებით.“ - განაცხადა ზაურ დარგალმა
აღსანიშნავია, რომ 7 მაისს Covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ 15 თანამშრომელს და ხუთ პაციენტსაც. მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია. ამის შესახებ განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თათა შენგელიამ.
„დღეს დაუმთავრდა ორ კვირიანი მორიგეობა ამ ჯგუფს და ამიტომ ჩავატარეთ ტესტები. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია“ - განაცხადა ტატა შენგელაიამ
,6 მაისს კი, მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს. მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია.
წყარო; რადიო მარნეული
#უარყოფითიპასუხები
#მარნეული
#marneulidaily