ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.უწყების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია.
84 წლის კაცი მდინარე დეხვის სათავესთან, ტყის მასივში იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.