საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილებისფაქტი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითეს, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაახლოებით 137 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი შემოიტანეს, რეალურად კი როგორც გამომძიებლები აცხადებენ,პროდუქციის ღირებულება თითქმის მილიონი ლარი იყო.