მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Tbilisi Daily
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„აშშ-ის მთავრობის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და თავისუფლების ძლიერ სიყვარულზე, დამოუკიდებლობასა და ერთიანობაზე.
აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის, ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი სამხედროები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც გლობალურ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად ამდენი რამ გაწირეს.
მომდევნო წელს ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გამდიდრებას, რამდენადაც საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას განმტკიცებულს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და covid19 -ის პანდემიის დაძლევისთვის ძალისხმევას. ასეთი კრიზისული დრო გვახსენებს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის ჭეშმარიტ სიღრმესა და ფასეულობას“.
#news
#პომპეო
#აშშ
#დამოუკიდებლობისდღე
#tbilisidaily
#dailynews