თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

Tbilisi Daily

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, თურქეთში კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულოა პირბადის ტარება, საცხოვრებელი სახლის გარდა, ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვ.) ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.