ერდოანი: 2023 წლისთვის თურქეთი გეგმავს რაკეტის მთვარეზე გაშვებას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თურქეთი აპირებს კოსმოსის ეროვნული პროგრამის ფარგლებში 2023 წლისთვის რაკეტის მთვარეზე გაშვებას - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 თებერვალს.
"მთვარეზე პირველი უხეში დაშვება განხორციელდება ჩვენი ეროვნული და ჰიბრიდული რაკეტით, რომელსაც, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს გავუშვებთ" - განაცხადა ერდოანმა ანკარაში, კოსმოსის ეროვნული პროგრამის წარდგენისას. თანამშრომლობის ფორმა ერდოანს არ დაუკონკრეტებია.
გასულ თვეში ერდოანი ელაპარაკა Tesla-ის და SpaceX-ის ბოსს, ელონ მასკს, თურქეთის კომპანიებთან კოსმოსური ტექნოლოგიის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. ერდოანმა გამოაცხადა 10 სტრატეგიული მიზანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქის გაგზავნა კოსმოსში, სამეცნიერო მისიით. ერდოანის თქმით, ამ სტრატეგიული კოსმოსური მიზნების მიღწევას თურქეთი 10 წელიწადში გეგმავს.
გასულ თვეში თურქეთმა Turksat 5A სატელიტი გაუშვა აშშ-დან, SpaceX-თან თანამშრომლობის ფარგლებში. Turksat 5B-ის სატელიტის გაშვება 2021 წლის მეორე მეოთხედში იგეგმება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31095521.html
#ახალი_ამბები
#twitter