ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციას ადგილზე გაეცნენ

Marneuli Daily

2 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად შეხვედრა გამართეს. ისინი სპეციალისტებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციას გაეცნენ. ბოლნისი ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა მათ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, სამოქმედო გეგმა დასახეს. როგორც შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმის ეფექტური განცხორციელების მინზით, მუნიციპალიტეტი მედიკოსებს ყველა საკითხში დროულად დაეხმარება. #გეგმა #ბოლნისი #MarneuliDaily