პოლონეთში, ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი დაიღუპა

Tbilisi Daily

პოლონეთში, დაპირისპირების დროს, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. პოლონური მედიის ცნობით, 44 წლის ვანო სანებლიძეს უთანხმოება მის ხელმძღვანელთან, ანაზღაურების გამო მოუვიდა. დაპირისპირება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.