"კომენდანტის საათი" 2 დღით უქმდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს 7 ქალაქში ღამით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ორი დღით იხსნება. ახალი დადგენილება მთავრობამ გუშინ, 19 ნოემბერს მიიღო. "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შედის.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე, ანუ 21 და 22 ნოემბერს 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალული არ იქნება.
მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთშსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადადგილება აიკრძალა. წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30960081.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)
#არჩევნები_2020