სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ ხელმეორედ სცადეს კარვის გაშლა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სამოქალაქო აქტივისტებმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობის წინ ხელახლა სცადეს კარვის გაშლა.
სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ მისცეს და კარავი წაართვეს.
სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ვითარება პარლამენტის შენობის წინ პირველად დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიძაბა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს. პოლიციამ მათ ამის განხორციელებაში ხელი შეუშალა და დაახლოებით 10-მდე პირი დააკავა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31111458.html
#ახალი_ამბები
#twitter