მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
განათლების სისტემის სოციალური მუშაკები სკოლებში. ისინი მშობელთა მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან. კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 28 კვალიფიციური მუშაკი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში განაწილდება. კონკურსის გავლის შემდეგ დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.