სამართალდარღვევის 153 ახალი შემთხვევა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო - 37 მოქალაქე. #news #საგანგებომდგომარეობა #კანონდარღვევა #tbilisidaily #dailynews