გარდაიცვალა მოსკოვის „ჰელსინკის ჯგუფის“ დამაარსებელი, დისიდენტი იური ორლოვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ში 96 წლისა გარდაიცვალა უფლებადამცავი და  დისიდენტი იური ორლოვი. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა უფლებადამცავმა, სერგეი კოვალიოვმა. ორლოვი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, ირიცხებოდა საბჭოთა არმიაში პრაღაში მისი შემოსვლის დროს. მოსკოვის უნივერსიტეტში ფიზიკა-ტექნიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ის საბჭოთა საიდუმლო ბირთვულ ლაბორატორიაში საქმიანობდა. 1956 წელს ის სამსახურიდან დაითხოვეს, ჩამოართვეს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება და გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან სოციალ-დემოკრატიული იდეების გამო. მოგვიანებით ის მუშაობდა დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროს და რადიოტალღების გავრცელების ინტიტუტში, საიდანაც დაითხოვეს აკადემიკოს სახაროვის მხარდაჭერის გამო.   ორლოვი იყო Amnesty International-ის საბჭოთა ჯგუფის წევრი. მან 1976 წელს დაარსა „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი" და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. იური ორლოვი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აქტიურობის გამო იდევნებოდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის მიერ. ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით მას 1977 წელს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს შემდგომი გადასახლებით. ორლოვს 1986 წელს ჩამოართვეს საბჭოთა მოქალაქეობა და გაასახლეს საბჭოთა კავშირიდან, გაცვალეს აშშ-ში დაკავებულ საბჭოთა მზვერავზე. ორლოვი ავტორია ავტობიოგრაფიული რომანისა „სახიფათო აზრები“.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30862255.html #ახალი_ამბები #twitter