შეზღუდვები შემსუბუქდება - არ მოიხსნება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აქამდე დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა წლის ბოლო კვირაშიც რჩება, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იმოძრავებს, მაგრამ გაიხსნება მოლები, რომლებიც საღამოს 7 საათამდე შეძლებენ მუშაობას. რაც შეეხება 9-დან დილის ხუთამდე შეზღუდვას, იგი მხოლოდ 31 დეკემბერს მოიხსნება. მოსახლეობაში აღნიშნავენ, რომ ვირუსის შემცირების ტენდენციის გათვალისწინებით შეზღუდვები უნდა დარჩეს, მაგრამ არც იმას მალავენ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან.