ტრამპი Twitter-ის გვერდზე ყველა პოსტს თავად არ წერს
Tbilisi Daily
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ Twitter-ის გვერდზე ყველა პოსტს თავად არ წერს. ამის შესახებ მან Full Measure-ს ეთერში განაცხადა. ჟურნალისტ შერილ ატკინსონან საუბრისას მან ანიშნა, რომ ტვიტს მხოლოდ დილით ან საღამოა დებს.
„პოსტებს მხოლოდ დილით ან საღამოს ვდებ, სხვა დროს- იშვიათად. ამისთვის მყავს ერთი შესანიშნავი ბატონი. დენი ამ საქმეს მშვენივრად აკეთებს,“-აღნიშნა ტრამპმა.
მას დენი სკავინო იგულისხმა, რომელიც პრეზიდენტის აპარატში სოციალური ქსელების მიმართულებას კურირებს.
#news
#ტრამპი
#ტვიტერი
United States
#tbilisidaily
#dailynews