ვის დასახმარებლად მართავს საქველმოქმედო კონცერტს ქეთი მელუა

Tbilisi Daily

ქეთი მელუა 27 ივნისს, 22:00 საათზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად „იუთუბზე“ (Youtube) საქველმოქმედო ონლაინ კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს. „ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე. გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში covid19-ის კრიზისის პერიოდში“, – ამბობს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი. ქეთიმელუა საქველმოქმედოკონცერტი tbilisidaily