აქციის გამო, თბილისის 10-ზე მეტ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
Tbilisi Daily
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა.
"14:00 საათიდან, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ვერც ერთ ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, სულხან-საბას, ძმები ზუბალაშვილების (ნაწილობრივ), ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ", - აცხადებენ შსს-ში.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ.