ხანძარს ვარკეთილის ბაზრობაზე თითქმის ვერაფერი გადაურჩა
Tbilisi Daily
ვარკეთილის ბაზრობაზე დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა.
„ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება კიდევ სამი სახანძრო მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.