კორონავირუსით სენაკში მცხოვრები 2 მამაკაცი გარდაიცვალა

Zugdidi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში ორი კოვიდინფიცირებული პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ორივე გარდაცვლილი სენაკის მკვიდრია. ერთი მათგანი, 1937 წელს დაბადებული პირი, სენაკის კლინიკა "სენამედში" გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო მეორე, 1955 წელს დაბადებული მამაკაცი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 233 პაციენტი მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით კი გასულ დღეს რეგიონში კორონავირუსი კიდევ 273 ადამიანს დაუდასტურდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #zugdididaily