კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში უკანონო სახლების დემონტაჟზე კომენტარს აკეთებს
Tbilisi Daily
არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, მოსახლეობა არ მოატყუოთ. ეს არის მიზანმიმართულად მიწების დატაცება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟის დროს მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იდგნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთ გადაწყვეტილებეზე“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ადამიანებს აქვთ სახლები, მიწის ნაკვეთები და ზოგს რაიონში აქვს სახლი. „კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებ, სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, ქალაქის მერი, არჩეული თბილისის მოსახლეობის მიერ და არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ქონების დატაცება მოხდეს. ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები მიუღებელია. თუ სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ფაქტობრივად ცარიელია და იქ ყველანაირად უზრუნველვყოფთ ან მეორე გამოსავალია, ადამიანებს რომელთაც პრობლემა აქვთ და სახლი დაენგრათ ამისთვის გამგეობები გამოყოფს ფართს და ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, - აღნისნა კალაძემ.