ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მასიური ტესტირების რესურსი იქნება
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის უკონტროლო ზრდა დაიწყება, ჯანდაცვის სისტემას მოსახლეობის მასიური ტესტირების რესურსი ექნება.
როგორც ტიკარაძე განმარტავს, ჩინეთთან და კორეასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კვირის ბოლოს ე.წ. აგრესიული ტესტირებების ჩამოტანა შესაძლებელი იქნება, რომლის მეშვეობითაც ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოხდება.
,,ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როცა უკვე მოსახლეობის რაოდენობაში დავაფქისირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
#კორონავირუსი
#ჯანდაცვა
#ტიკარაძე
#კორეა
#ტესტი
#tbilisidaily