აჭარაში კორონავირუსი კიდევ 164 ადამიანს დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა და ვირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სტაციონარში მკურნალობს - 497 პაციენტი, მათ შორის47 არასრულწლოვანი და 14 ორსული.კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 694 პირი.
გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა. უწყების ცნობით,საკარანტინო სივრციდან ბინაზე გაეწერა38 მოქალაქე.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან რვა პირის მდგომარეობა კრიტიკულია.