1 კვირა კორონოვირუსის გარეშე მარნეული
Marneuli Daily
დღევანდელი მონაცემებით, უკვე 1 კვირაა მარნეულში კორონოვირუსის ფაქტები არ ფიქსირდება. გუშინ 13 მაისს , ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 6 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს. მათგან ორი მარნეულელია, ხოლო ოთხი თეთრიწყაროელი.
" დღეს, 14 მაისს, ანალიზების პასუხი მივიღეთ და „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა."- განაცხადა კლინიკის დირექტორმა თათა შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ 18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
წყარო: რადიო მარნეული
#კორონავირუსი
#ინფექცია
#მარნეული
#რეგულაციები
#marneulidaily