მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დაიწყო
Tbilisi Daily
მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი დღეს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. წელს საგნობრივ გამოცდას 12 ათასამდე პირი ჩააბარებს.
დღეს მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა ბუნების მეტყველება( I-IV)
ქართული ენა და ლიტერატურა(დაწყებითი საფეხური)
ბუნებისმეტყველება(დაწყებითი საფეხური)
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
ტესტირება დღის პირველ ნახევარში ჩატარდება. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოსაცდელებს იმ რეკომენდაციების დაცვა უწევთ, რომელიც პანდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. საგამოცდო ცენტრები ქვეყნის ათ ქალაქშია გახსნილი. ყველა საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, სამაშველო და საპატრულო პოლიცია.