96 წლის კაცზე ძალადობის გამო, რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

Tbilisi Daily

თიანეთის სოფელ ჯიჯეთში 96 წლის კაცზე მისმა რძალმა და შვილმა იძალადა. ფაქტს ადვოკატიც ადასტურებს. მისი ინფორმაციით, დაპირისპირება სახლისა და ნივთების გაყოფის ნიადაგზე დაიწყო. 96 წლის ვარდო თათარაშვილი სათივეში ცხოვრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ "ერთიანობა საქართველოსთვის" თბილისში ქირით გადმოიყვანა.  "ბატონი ბოლო 6 წელია ითხოვს საცხოვრებელში გადაყვანას და ადამიანური პირობების შექმნას, რადგანაც ის შეშვებული ჰყავთ საცხოვრებლად გომურში. ჩვენ გუშინ, ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს შევთავაზეთ, რომ თუკი მათ სურვილი ჰქონდათ, დარჩენილიყვნენ იმ უძრავ ქონებაში,  შეფასებულიყო ეს ქონება და ნახევრის ნებაყოფლობითი გადახდით, დამთავრებულიყო ეს დავა. ამ შეთავაზების შემდეგ, როდესაც ჩვენ სასამართლო დარბაზი დავტოვეთ, საოცრად ცუდი რეაქცია მოჰყვა სახლში დამხვედრი რძლისაგან. მან ბატონ ვარდოს რამდენჯერმე დაარტყა და რომ ვუთხარი, ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაჩერდი-მეთქი, მან მომქაჩა ქურთუკზე, მეორე ხელით კი შემომარტყა ყურის არეში," - აცხადებს ვარდო თათარაშვილის უფლებადამცველი ნანა ფაჩუკიშვილი. როგორც ცნობილია, გუშინ კონფლიქტში მონაწილე მხარეები გამოიკითხნენ. დღეს მამაკაცსა და მის ადვოკატს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეთ.  ქალს, რომელსაც ძალადობას ედავებიან, შემაკავებელი ორდერი უკვე გამოუწერეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #სამართალი #საქართველო #GeorgiaDaily