"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება

Tbilisi Daily

ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე იძი­ე­ბენ და ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რა გახ­და 34 წლის ზაურ (კუკა) სოფ­რო­მა­ძის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. ახალ­გაზ­რდა კაცი ტყი­ბულ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში მა­შინ ჩა­ცხრი­ლეს, როცა ის წვე­უ­ლე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. მკვლე­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოხ­და. თავ­დამ­სხმე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე იყო, რომ­ლებ­მაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა შეძ­ლეს. დაჭ­რი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი ჯერ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, იქი­დან კი მშობ­ლი­ურ სახ­ლში, თერ­ჯო­ლის სო­ფელ რუ­ფოთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ის მე­უღ­ლეს­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო და ტყი­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხნენ. 9 აგ­ვის­ტოს 5 მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ამ პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ ადას­ტუ­რებს. მა­მა­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი გვი­ან ღა­მით და­ა­კა­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და სას­ტი­კად სცემს. მათი მტკი­ცე­ბით, ასე და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით კი, ამ პი­რებს მოკ­ლულ­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ.სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მის ირ­გვლივ გან­ცხა­დე­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მალე გა­ა­კე­თე­ბენ, მა­ნამ­დე კი მომ­ხდა­რის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდა­რი ადრე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს და ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ კრი­მი­ნალ­თან მოკ­ლუ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, 2015 წელს კუკა სოფ­რო­მა­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს ზაზა კუ­პა­ტა­ძეს. ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. კად­რე­ბი­დან კარ­გად ჩანს, რო­გორ ეს­ხმის თავს რამ­დე­ნი­მე პირი მა­მა­კაცს და რო­გორ უს­წორ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად. ამ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რის­წო­რე­ბის­თვის და­ი­სა­ჯა თუ არა მა­შინ ვინ­მე და გა­მო­ი­ძი­ეს თუ არა ეს ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ეს ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით საქ­მის გარ­ჩე­ვა მათ შო­რის ისევ გრძელ­დე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თერ­ჯო­ლელ კუკა სოფ­რო­მა­ძეს და ტყი­ბუ­ლელ ზაზა კუ­პა­ტა­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, ორი­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია და ტყი­ბულ­ში ქვა­ნახ­ში­რის მსხვილ ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლებ­დნე­ნო. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მომ­ხდა­რი მათ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა ჯერ ეს და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ამა­ზე მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ. ცნო­ბი­ლია, რომ კუკა სოფ­რო­მა­ძეს ტყი­ბუ­ლის შე­სას­ვლელ­თან ჩა­უ­საფ­რდნენ. იმ სა­ღა­მოს ის ახ­ლობ­ლის სახ­ლში ტყი­ბულ­ში, ნათ­ლო­ბა­ზე იყო და გამ­თე­ნი­ას ნათ­ლო­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა ჩხუ­ბი სუფ­რა­ზე მოხ­და და შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და. თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მე­გობ­რის სახ­ლში ჩხუბს გა­მო­რი­ცხა­ვენ, ამ­ბო­ბენ, - ნათ­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ და იქ კონ­ფლიქ­ტი არ მოხ­დე­ბო­დაო. საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჯერ ისიც უც­ნო­ბია და­კი­თხეს თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზაზა კუ­პა­ტა­ძე, რომ­ლის­კე­ნაც ხელს იშ­ვე­რენ. მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ რუ­ბოთ­ში ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. ის და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს მოკ­ლულს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ვუ­კავ­შირ­დით მოკ­ლუ­ლის ბი­ძაშ­ვილს, სო­ფიო სოფ­რო­მა­ძეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტა­ლი­ა­შია და ვთხო­ვეთ კუკა სოფ­რო­მა­ძე­ზე ესა­უბ­რა. სო­ფიო სოფ­რო­მა­ძე: - გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი და ვერ ამიხ­სნია ვინ მოკ­ლა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კუკა. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, არა მა­მის ძმის­შვი­ლი, მაგ­რამ ერთი ბა­ბუ­ის შვი­ლე­ბი ვართ. სა­ოც­რად გუ­ლი­ა­ნი, თბი­ლი და წყნა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ, პა­ტი­ო­სან ალალ-მარ­თალ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი, მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ყავს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე და ორი პა­ტა­რა ბიჭი დარ­ჩა. ვი­საც არ უნდა ჰკი­თხოთ, ყვე­ლა და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნი­ებს. არა იმი­ტომ, რომ მიც­ვა­ლე­ბულ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ ცუდს, არა, ის უბ­რა­ლოდ მარ­თლა ასე­თი იყო. კარ­გა ხანი სპორ­ტს მის­დევ­და, ჭი­და­ო­ბას, ვარ­ჯი­შობ­და აქ­ტი­უ­რად ...შემ­დეგ წლებ­ში ისე ხში­რად ვერ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მე თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი, კუკა ცოლ-შვი­ლით რა­ი­ონ­ში იყო. მერე სა­ერ­თოდ უცხო­ეთ­ში წა­მო­ვე­დი და ასე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მისი არ ვიცი, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ ალალ­მარ­თა­ლი ბიჭი იყო. - მისი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ახ­სე­ნეს კუ­პა­ტა­ძის გვა­რი, ამ­ბო­ბენ, რომ მას­თან ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, ამა­ზე რას იტყვით? - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი, კუ­პა­ტა­ძე პირ­ვე­ლად სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­ვის­მი­ნე, როცა ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი გად­მოს­ცეს. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, იმე­დია, მალე გა­ვი­გებთ, ვინ იყო ის ცხო­ვე­ლი, ვი­საც ასე მოქ­ცე­ვა შე­ეძ­ლო... ვიცი, რომ მე­გობ­რის შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ში იყო და მგო­ნი, ნათ­ლია იყო იქ, ამი­ტომ წა­ვი­და ტყი­ბულ­ში. ერთი დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, ის ვინც ეს გა­ა­კე­თა, სა­ში­ნე­ლი ცხო­ვე­ლია ჩემ­თვის, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი არა­ფერს და­ა­შა­ვებ­და ისეთს, რომ ასე გა­ე­მე­ტე­ბი­ნათ სა­სიკ­ვდი­ლოდ და თით­ქმის 20 ტყვია და­ე­ხა­ლათ. მეს­მის, ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს შე­კა­მა­თე­ბა, უთან­ხმო­ე­ბა, ჩხუ­ბი და ამ დროს რა­ღაც შემ­თხვე­ვაც მოყ­ვეს და აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მკვლე­ლო­ბაც, მაგ­რამ ეს მოხ­და ჩა­საფ­რე­ბით, წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვით. ზუს­ტად ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ასე­თი მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი სიკ­ვდი­ლით უნდა ის­ჯე­ბო­დეს... - ცნო­ბი­ლია, რომ ნათ­ლო­ბა­ზე იყო, იქ სუფ­რა­ზე ხომ არ მოხ­და იმ დღეს რამე კონ­ფლიქ­ტი? - არ ვიცი, მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ დღეს კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას, იქ სულ ში­ნა­უ­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ და ვეჭ­ვობ, იქ რამე მომ­ხდა­რი­ყო. ისევ მე­დი­ით შე­ვი­ტყვე, რომ ვი­ღაც ხუთი პირი არის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი პი­რის მე­უღ­ლე აკე­თებ­და კო­მენ­ტარს ჟურ­ნა­ლის­ტთან, ჩემი ქმა­რი პო­ლი­ცი­ამ სცე­მაო. სხვა მეტი მეც არა­ფე­რი ვიცი და მეც სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დე­ბი სი­მარ­თლის გარ­კვე­ვას რო­გორც ყვე­ლა ჩვე­ნი­ა­ნი. - ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო კუკა? მის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტო­ბა­ზე რამე შე­გიძ­ლი­ათ თქვათ? - ნა­სა­მარ­თლე­ვი რამ­დე­ნად იყო, ვერ გე­ტყვით და­ნამ­დვი­ლე­ბით. აი, მაგ ავ­ტო­რი­ტე­ტო­ბა­ზეც მო­ვის­მი­ნე სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბით. მის პი­რად­ში არ ვარ ჩა­ხე­დუ­ლი, თუმ­ცა ეგეც მე­უც­ნა­უ­რა, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვერც და­გი­დას­ტუ­რებთ და ვერც ვუ­არ­ყოფ... ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს კუკა სოფ­რო­მა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ეს უკავ­შირ­დე­ბო­და თუ არა იმ ცე­მის ინ­ცი­დენტს, თუ სხვა ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რა გა­ირ­კვე­ვა გა­მო­ძი­ე­ბით.