"უკრაინაში დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი პრობლემებს ქმნის" - ვოლსკი

Tbilisi Daily

"უკრაინაში დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი პრობლემებს ქმნის. არა მარტო მისი წამოძახილები ქმნის პრობლემებს, ის უკვე უკრაინას უქმნის პრობლემებს" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტისთვის შენიშვნა უფრო ადრეც უნდა მიეცათ და დიპლომატიურ უწყებასაც განცხადება უნდა გაეკეთებინა იმაზე, რაც ახლა ხდება. „სააკაშვილი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ჩემი აზრით, კეთდება რაღაც გარკვეული საქმე და ამ მექანიზმს სააკაშვილის სახელი ჰქვია. თემა არ არის ფაქტობრივად, როდესაც რუსეთის ინტერესები და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქმედებები და ხელისუფლიდან წასვლის შემდეგაც ქმედებები არ ემთხვეოდეს იმ გენერალურ კურსს, რაც გააჩნია რუსეთს რეგიონში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მასთან და და გირაოსთან დაკავშირებით, ვოლაკის თქმით ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: "ვინმე უნდა „ჩაჯდეს“, რომ იქნებ, დასავლეთის სიმპატია ცოტა შენელდეს და შენიშვნა თქვას. ის ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ იქნებ, როგორმე ციხეში მოხვდეს და აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ თითი დაგვიქნიოს. რა ღირსებაზე მელაპარაკები, როცა ამხელა კაცი ზიხარ და გვარამია გეუბნება, საცივში გაქვს თავი ჩაყოფილი, ამოყავი თავი, მიმოიხედე, ღომი და ყველი თუ გიდევთ, რას შვებით ამ პოლიტიკურ თემაშიო, ვერავინ შეეპასუხა. ერთმა უპასუხა, ამოვყავიო. ამ სიტუაციაში, მელია არის შემავსებელი ფაქტორი, ინტელექტუალური ნაწილის, რომელსაც გვარამია წარმოადგენს და რომელიც არ არის ტელევიზიის ხელმძღვანელი. ისაა პოლიტიკური ლიდერი და მეორე - „შტრუმავიკების“ ბრიგადის ხელმძღვანელი, ზონდერ - ბრიგადა მელიას ხელმძღვანელობით. ამით ჩანს, რაც ხდება პოლიტიკურ დაფაზე“ - დაამატა გიორგი ვოლსკიმ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები