ჩინეთში 15 აპრილის შემდეგ არავინ გარდაცვლილა

Headline

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შიდა გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით არავინ არ გარდაცვლილა. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 82 886 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 4633, ვირუსისგან 77 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 854 უსიმპტომო პაციენტი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. წყარო-CNN #კორონავირუსი #კოვიდ19 #coronavirus #headline