ნავალნის ფონდმა ახალი გამოძიება გამოაქვეყნა „პუტინის სასახლეზე“

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა გამოაქვეყნა მორიგი გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. გელენჯიკის სასახლის თაობაზე მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ფონდის დამაარსებელს და პუტინის მწვავე კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ხიმკის სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ გამოძიება ნავალნის დაკავებამდე ჩატარდა და იგი შედგება ორსაათიანი დოკუმენტური ფილმისგან, თავად ნავალნის მონაწილეობით, ტექსტისა და ვიზუალიზაციისგან. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, გახსნილია „პუტინის სასახლის“ მშენებლობის დაფინანსების სქემა და ასევე ნაჩვენებია ამ ფეშენებელური სასახლის ინტერიერი. ე.წ. „პუტინის სასახლე“, 2005-2010 წლებში აიგო შავი ზღვისპირა კურორტ გელენჯიკის, იდოკოპასის კონცხზე. ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა 2010 წელს განაცხადა, რომ სასახლე აიგო სწორედ რუსეთის პრეზიდენტისათვის. ბიზნესმენის შეფასებით, პროექტის ღირებულება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მას შემდეგ ამ სასახლეზე მრავალჯერ დაიწერა მედიაში, მათ შორის რადიო თავისუფლებაში, პროექტის სავარაუდო არქიტექტორის ვინაობისა და სხვა საინტერესო დეტალითურთ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31052578.html #ახალი_ამბები #twitter